ცხელი ხაზი : 599647050

მ/წლის 24 ივნისს 12:00 საათზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება საკრებულოს სხდომათა დარბაზში

17 ივნისი, 2022

       1. .„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 მარტის  №9  დადგენილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე;   

2.,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

3.„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორცილების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

        4.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე;

         5. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების  საპრივატიზებო  ობიექტებისა   და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ;

 6.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში  /იჯარით/ აუქციონის ფორმით გაცემაზე მერისათვის  თანხმობის  მიცემის შესახებ             

                    7. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის  წესით  იჯარის   ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე მერისათვის  თანხმობის მიცემის შესახებ              

 8.ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების ინიცირების მიზნით; წალენჯიხის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტებთან შესაბამისობაში დადასტურებული  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მომზადებული წინადადების მოწონების თაობაზე;

       9.გეოგრაფიული ობიექტის სახელდების დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვების, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ.წალენჯიხის ზღვაიას დასახლების შესასვლელში  არსებული ხეივნისთვის იაშა მესხიას სახელის მინიჭების, მიზანშეწონილობის თაობაზე.

გააზიარე