წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არტ-ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არტ-ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა.
არტ-ფესტივალის ფარგლებში წალენჯიხაში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორები და სტუდენტები ჩამოვდინენ;
6 დღის განმავლობაში სტუმრები გაეცნობიან ჩვენს მუნიციპალიტეტს და სამხატვრო გალერეაში შთაბეჭდილებებს ტილოზე გადაიტანენ.
პროექტის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპლაიტეტის მოზარდებს ( I-IX კლასის ჩათვლით) მიეცემათ შესაძლებლობა მათ გარემოცვაში დახატონ. ამ ეტაპზე რეგისტრაცია 60 მდე მოზარდმა გაიარა.
11ივლისის, დილის 11:00 სთ -დან -13:00 სთ-მდე სასწავლო პროცესი დაიწყება.
ფესტივალის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა, მერის მოადგილე თამარ ბელქანია , ფერმწერი და გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი მამუკა ცუცქირიძე და აკადემიის პედაგოგი თამარ თაყაიშვილი გამოვიდნენ.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდები ზუგდიდისა და აბაშის მუნიციპალიტეტებიდანაც დარეგისტრირდნენ.
არტ-ფესტივალი 2022 მამუკა ხაზარაძის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.