ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებისაგან მოისმინა ინფორმაცია იანვარიდან დღემდე გაწეული მუშაობის შესახებ

13 ივლისი, 2022

 დღეს, 13 ივლისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებისაგან მოისმინა ინფორმაცია იანვარიდან დღემდე გაწეული მუშაობის შესახებ.

 შეხვედრას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი კალანდია,მერის თანაშემწე ბექა ჩაჩიბაია და საინფორმაციო უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი კობა კაკაჩია.

 მოსმენილიქნა ანგარიში საჩინოს, მიქავას,ეწერის,ჭალეს,ფახულანის,მუჟავასა და ჩქვალერის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.

 მერის წარმომადგენლებმა პასუხი გასცეს კითხვებს შედგენილი საინფორმაციო კითხვარის მიხედვით.

  ანგარიშის კითხვარი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

სტატისტიკა მიმდინარე საქმის წარმოებაზე,მოქალაქეთა განცხადებების დროულ რეაგირებაზე.

  ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ;

  სოფლის პროგრამებს, თუ რამდენი პროექტი გამოიკვეთა და საერთოდ რა ეტაპზეა პროგრამის მიმდინარეობა;

  ჯანდაცვის პროგრამებზე (ერთჯერადი და სხვადასხვა პროგრამები);

  ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე აქტივობები : განათლების, ხელოვნების, კულტურის,სპორტის სფეროში.

  დასუფთავებისა და კეთილმოწყობის (ინფრასტრუქტურა) სფეროში შექმნილი მდგომარეობა დასუფთავების,კანალიზაციის,წყალმომარაგებისა და განათების მხრივ;

  ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მიღებული და მომავალში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.საუბარი შეეხო სათემო საბჭოების არჩევნებს,თანამონაწილეობით ბიუჯეტს და მერიისა და საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას;

 მერის წარმომადგენელებმა ისაუბრეს ასევე სოციალურად დაუცველთა დასაქმების საკითხებზე, საბავშვო ბაღებში მოსაგვარებელ პრობლემებზე, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებაზე, გაზის კომპანიების მიერ შესრულებულ სამუშაოებზე და სხვა საკითხებზე.

 მოსმენა გაწეული მუშაობის შესახებ დანარჩენ მერის წარმომადგენელებთან ხვალიდან,14 ივლისიდან გაგრძელება.

  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ აღნიშნა, რომ მსგავსი სახით ანგარიშის მოსმენა გაწეული მუშაობის შესახებ ა(ა)იპ არასამეწარმეო იურიდიულ პირებთანაც ჩატარდება. რაც მნიშვნელოვანია,საქმის უფრო ეფექტურად წარმართვისათვის.

 

გააზიარე