გიორგი ხარჩილავამ საზოგადოება "წალენჯიხელის" წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ საზოგადოება "წალენჯიხელის" წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
საზოგადოება" წალენჯიხელის"
წევრებმა საზოგადოების კონფერენციაზე წამოჭრილი მთელი რიგი საკითხები წარმოადგინეს,რაზეც იმსჯელეს.
გიორგი ხარჩილავამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რომელიც წალენჯიხისა და წალენჯიხელების კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.
საზოგადოება "წალენჯიხელის" წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის მერთან ერთად აღნიშნეს, რომ მთავარი მიზანი მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი პრობლემების იდენტიფიკაცია და მისი გადასაჭრელი გზების ერთობლივი ძიებაა.
განსაკუთრებული ყურადღება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას დაეთმო, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მათშორის კურორტ სქურის სამანქანე გზის სრული რეაბილიტაცია დასახელდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ აღნიშნა, რომ მზადაა ითანამშრომლოს საზოგადოება "წალენჯიხელის" წევრებთან ერთად და ყველაფერი გააკეთოს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად.