ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა წალენჯიხის არტ-გალერეაში იმყოფებოდა და მიმდინარე სასწავლო პროცესებს ადგილზე გაეცნო

14 ივლისი, 2022

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა წალენჯიხის არტ-გალერეაში იმყოფებოდა და მიმდინარე სასწავლო პროცესებს ადგილზე გაეცნო .

 გიორგი ხარჩილავა პროფესორ-მასწავლებლებს,სტუდენტებსა და პატარა მხატვრებს შეხვდა და მათი ნამუშევრები ადგილზე დაათვალიერა.

  მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 10 წლის ანგელინა ქარჩავას მიერ შესრულებულ ნახატზე-„პატარა უფლისწული“.

 აღსანიშნავია, რომ წალენჯიხელებს შესაძლებლობა ექნებათ, არტ-ფესტივალის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები, გამოფენაზე დაათვალიერონ.

 აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიების ფარგლებში, 4 სახის ქანდაკება შეიქმნა. მათ შორისაა, რკინის ჩამოსხმით, ეგვიპტური თაბაშირითა და ყალიბით შექმნილი ნამუშევრები.

აღნიშნული ქანდაკებები, საჩუქრად, წალენჯიხის მუზეუმს გადაეცემა.

 

გააზიარე