ქალაქ წალენჯიხაში სალიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ქალაქ წალენჯიხაში სალიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
არსებული ამორტიზირებული ბეტონის საფარისა და ბორდიურის დანგრევა-დემონტაჟი დემოსა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარეობს.
სამუშაოების პროცესს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ადგილზე გაეცნო.
აღნიშნული სახის სამუშაოები გაგრძელდება ასევე სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიებზე.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ათენ როუდ-ი ასრულებს.
პროექტის ფარგლებში, დაიგება ბეტონის საფარი და ტროტუარები დეკორატიული ფილებით მოეწყობა.