ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებისაგან მოისმინა ინფორმაცია იანვარიდან დღემდე გაწეული მუშაობის შესახებ

20 ივლისი, 2022

 დღეს, 20 ივლისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებისაგან მოისმინა ინფორმაცია იანვარიდან დღემდე გაწეული მუშაობის შესახებ.

 შეხვედრას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი კალანდია,მერის თანაშემწე ბექა ჩაჩიბაია და საინფორმაციო უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი კობა კაკაჩია.

 მოსმენილიქნა ანგარიში ჯგალის,ლიისა და ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.

 მერის წარმომადგენლებმა პასუხი გასცეს კითხვებს შედგენილი საინფორმაციო კითხვარის მიხედვით.

   განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა ლევან კვარაცხელიამ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, განსხვავებული ფორმატით, სრულყოფილი დოკუმენტური მასალისა და ფოტოების დართვით წარმოადგინა.

  ანგარიშის კითხვარი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

სტატისტიკა მიმდინარე საქმის წარმოებაზე,მოქალაქეთა განცხადებების დროულ რეაგირებაზე.

  ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ;

  სოფლის პროგრამებს, თუ რამდენი პროექტი გამოიკვეთა და საერთოდ რა ეტაპზეა პროგრამის მიმდინარეობა;

  ჯანდაცვის პროგრამებზე (ერთჯერადი და სხვადასხვა პროგრამები);

  ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე აქტივობები : განათლების, ხელოვნების, კულტურის,სპორტის სფეროში.

  დასუფთავებისა და კეთილმოწყობის (ინფრასტრუქტურა) სფეროში შექმნილი მდგომარეობა დასუფთავების,კანალიზაციის,წყალმომარაგებისა და განათების მხრივ;

  ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მიღებული და მომავალში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.საუბარი შეეხო სათემო საბჭოების არჩევნებს,თანამონაწილეობით ბიუჯეტს და მერიისა და საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას;

 მერის წარმომადგენელებმა ისაუბრეს ასევე სოციალურად დაუცველთა დასაქმების საკითხებზე, საბავშვო ბაღებში მოსაგვარებელ პრობლემებზე, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებაზე, გაზის კომპანიების მიერ შესრულებულ სამუშაოებზე და სხვა საკითხებზე.

  მსგავსი სახით ანგარიშების მოსმენა მნიშვნელოვანია,საქმის უფრო ეფექტურად წარმართვისათვის-აღნიშნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ.

 

 

გააზიარე