ცხელი ხაზი : 599647050

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა ქუთაისში თანამედროვე ურბანული გამოწვევების თემაზე გამართულ ფორუმს დაესწრო.

29 ივლისი, 2022

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა ქუთაისში თანამედროვე ურბანული გამოწვევების თემაზე გამართულ ფორუმს დაესწრო.

ურბანული ქალაქის მომავლის ახლებურად გამოსახვისადმი მიძღვნილ პირველ ურბანულ ფორუმს -„Show&Tell (მაჩვენე და მიამბე)“ სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-მა უნასპინძლა.

კონფერენცია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის - “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) ფარგლებში მიმდინარეობდა.

 ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ევროკომისიის გენერალური დირექტორატის პროგრამის მენეჯერი ტიბო შარლე, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ანა ჩერნიშოვა, M4EG რეგიონული მენეჯერი თინა სტოუმი, M4EG პროექტის მენეჯერი თიკო ტყეშელაშვილი, M4EG ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების კოორდინატორი ოთარ კონჯორია, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები 5 ქვეყნიდან.

შეხვედრა მიზნად ისახავდა მუნიციპალური განვითარების ახალ გზებზე მსჯელობას, მდგრადი სისტემების დანერგვისა და შემოსავლის ახალი წყაროების შექმნის შესაძლებლობებს.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ანგარიში იმ საქმიანობის შესახებ, რასაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მუნიციპალიტეტები ბოლო ექვსი თვის განმავლობაში აწარმოებენ.

მსგავსი შეხვედრები კარგი შანსია კონკრეტული ქალაქის საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მეტად წარმოსაჩენად, ამასთანავე , სხვა მუნიციპალიტეტების საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად.

 კონფერენციაზე პროექტში მონაწილე მუნიციპალიტეტების სამუშაო ჯგუფების წევრებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) არის M4EG ინიციატივის ნაწილი, რომელიც დაიწყო და ფინანსდება ევროკავშირის მიერ 2017 წლიდან. მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG) გაიმართა გაეროს განვითარების მიერ 2021 წლიდან, ევროკავშირთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო კავშირში.

#EU4Georgia, #M4EG, #UNDPEUPartnership, #EU-#UNDP,#urban_transformation, #EU

 

გააზიარე