ცხელი ხაზი : 599647050

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა

8 აგვისტო, 2022

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა.

 დღეს, საქართველო პატივს მიაგებს ომში გმირულად დაღუპულთა ხსოვნას.

  აგვისტოს ომის დროს ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა წალენჯიხელი, ჯგალის მკვიდრი, კაპრალი კობა ხარჩილავა, რომელიც მხედრული მამაცობის მედლითა დაჯილდოებული.

  აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ ასევე ნაკიფუელი კეკე, დოდო და ენვერ ჭანიები, რომლებიც თბილისიდან წალენჯიხისკენ ბრუნდებოდნენ და გორის გზაზე დაიღუპნენ.

  აგვისტოს ომში გარდაცვლილთა და რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული წალენჯიხის ყოფილი გამგებლის, გიორგი მებონიას ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავები ყვავილებით შეამკეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, საკრებულოს წევრებმა, მერიის სხვადასხვა სამსახურებისა და ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებმა.

  გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად,დაღუპულთა საფლავზე ანსამბლ "ბედინერა"-ს წევრებმა ქართული საგალობლები შეასრულეს.

  საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად, დაიღუპა: საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე,14 პოლიციელი, ხოლო 1747 დაიჭრა.

  სახლები დატოვა თითქმის 150 000 ადამიანმა.

 რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულად -169 სამხედრო მიიჩნევა.

 

გააზიარე