სოფლის მეურნეობის მიმართულებით, წალენჯიხაში სამუშაოები იწყება
სოფლის მეურნეობის მიმართულებით, წალენჯიხაში სამუშაოები იწყება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა და მერის მოადგილე თამარ ბელქანია "ვაგენინგენის" პროფესორ-ექსპერტებს, ესტერ ვინტრანცკენსა და ჯოშ ლეტერს-ს მასპინძლობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ჩამოსული სტუმრები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამი დღის მანძილზე კონსულტაციებს გაუწევენ სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლებს.
პროფესორ-ექსპერტები თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ წალენჯიხელ ფერმერებს.
მუნიციპალიტეტში განხორციელდება სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების, თანამედროვე სტანდარტების დანერგვის და ადგილობრივი მწარმოებლების ევროპულ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობის პროექტი.
ნიდერლანდები მსოფლიოში რიგით მეორე უმსხვილესი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტიორია აშშ-ს შემდეგ, დაახლოებით 100 მილიარდი ევროს პროდუქტების ექსპორტით.