მიშო შანავას სახელობის ტურნირი ფეხბურთში დაიწყო
წალენჯიხის ვლადიმერ შანავას სახელობის სპორტ-დარბაზში დღეს, მიშო შანავას სახელობის ტურნირი ფეხბურთში დაიწყო, სადაც მონაწილეობას 16 გუნდი ღებულობს.
ტურნირს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია და პოლიტიკური გაერთიანება -ლელო საქართველოსთვის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ესწრებოდნენ.
ტურნირი ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება და ბოლოს გამარჯვებული გამოვლინდება.