სასკოლო მზაობის განმახორციელებელი დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხების განხილვა
სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის, სკოლამდელი განათლების სამმართველოს უფროსი თამარ თოლორაია სამუშაო ვიზიტის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიას შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე ასევე წალენჯიხის სკოლამდელი სააღმზრდელო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი ლანა შენგელია და მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ციალა კვარაცხელია ესწრებოდნენ.
შეხვედრის თემა გახლდათ ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის განმახორციელებელი დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხები.
აღინიშნა, რომ ყველა მოქმედი საბავშვო ბაღი უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და თითოეული აღსაზრდელის ნათელ მომავალზე ორიენტირებული.