სამუშაო შეხვერდა მერის წარმომადგენლებთან,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის პირველმა მოაგილე ივანე ბურდულმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით,მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
აღნიშნულ შეხვედრას ასევე სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები განიხილეს.
„სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობამ კრებებზე სოფლის საჭიროებებზე მორგებული პროექტები შეარჩია.
სულ- 150-მდე პროექტი შეირჩა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 644 ათასი ლარი იქნა გამოყოფილი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 56 ათას ლარამდე გამოიყო.
შეხვედრაზე გიორგი ხარჩილავამ აღნიშნა, რომ პროექტების მიმდინარეობისას განხორციელდება ყოველდღიური მონიტორინგი, რათა მოხდეს ყველა პროექტის ხარისხიანი შესრულება.
„სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით ფინანსდება შიდა სასოფლო გზები, გარე- განათებების მოწყობ, სკვერების მოწყობა, მინი მოედნების რეაბილიტაცია, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ა.შ
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.