ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მომავალი კვირიდან წალენჯიხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ღია კარის დღეები იწყებ
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მომავალი კვირიდან წალენჯიხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ღია კარის დღეები იწყება.
ღია კარის დღეები გულისხმობს, ადრეული, 2-დან 3-წლამდე ასაკის ბავშვების ადაპტაციას ახალ გარემოსთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, წალენჯიხის სკოლამდელ სააღმზრდელო- საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრში ბაღის პედაგოგთა გაერთიანებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სკოლამდელ სააღმზრდელო -საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი ლანა შენგელია და დირექტორის მოადგილე ჯილდა აბულაძე უძღვებოდნენ. მათ აღმზრდელ-პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ისაუბრეს საგანმანათლებლო პროგრამების შედგენაზე, ბავშვთა კვებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე.
შეხვედრის ბოლოს, ლანა შენგელიამ აღმზრდელ-პედაგოგებს ამ ეტაპისათვის სამუშაოდ აუცილებელი საკანცელარიო ნივთები გადასცა. შეხვედრამ კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა.