წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას თვალის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას თვალის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.
თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯის” ექიმებმა კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ცენტრი"ლასტანი"-ში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარეს.
სამედიცინო აქციაში მონაწილეობა დღეისათვის 60-მდე ბენეფიციარმა მიიღო.
მოქალქეებს აქციის შემდგომ ეტაპზე, საჭიროების შემთხვევაში, ქირურგიული მანიპულაცია წალენჯიხაში, ადგილზე,მოძრავი კლინიკის საშუალებით ჩაუტარდებათ.
გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ადგილზე გაეცნო.
სამედიცინო აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.