ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ,მერის პირველ მოადგილე ივანე ბურდულთან ერთად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებული ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელ პირებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

21 სექტემბერი, 2022

შეხვედრას მერიის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის უფროსი თეა სარია ესწრებოდა.

 არასამეწარმეო იურიდიული პირების წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია სოციალურად დაუცველთა პროგრამის ფარგლებში დასაქმებული ბენეფიციარების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

 აღინიშნა, რომ სოცდაუცველთა მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ მონიტორინგი ყოველდღიურად მიმდინარეობს.

ბენეფიციართა დასაქმების პროგრამა დადებითად შეფასდა და აღინიშნა, რომ კოორდინირებული მუშაობა მიმდინარეობს სოციალურ სააგენტოსთან.

 გახლდათ განიხილეს მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირების საკითხები.

ინფორმაციების მოსმენისა და შეჯამების შემდეგ, მერმა, ყველა მათგანს მომავალი კვირის მანძილზე განსახორციელებელი სამუშაოები განუსაზღვრა.

გააზიარე