10 ოქტომბერი-გრანელობაა!
10 ოქტომბერი-გრანელობაა!
ამასთან დაკავშირებით,7-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით, წალენჯიხაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება.
პროგრამის კოირდინირებულად წარმართვასთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი ხარჩილავასთან და მერის მოადგილე თამარ ბელქანიასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
გაგაცნობთ ღონისძიებების განრიგს 7-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით.
გრანელობის დᲦესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 7 ოქტომბერს წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკაში 12:00 საათიდან საჯარო ლექციით გაიხსნება.
14:00 საათზე კი მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში კინოჩვენება გაიმართება.
8 ოქტომბერს, 14:00 საათზე კინოჩვენება, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში;
ამავე დღეს,დელეგაცია გაემგზავრება ქალაქ ბათუმში გრანელის ბიუსტის შესამკობად,სადაც ასევე პოეტისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
9 ოქტომბერი, 13:00 საათზე-"ჩვენ ვკითხულობთ გრანელს"-მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი;
14:30 საათი კინოჩვენება, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი;
10 ოქტომბერი
10:00 საათზე მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში პანაშვიდი და პოეტის ნასახლარზე გასვლა;
11:00 საათზე ლიტერატურული კომპოზიცია -"გრანელი", - გრანელის სახელობის სახლ-მუზეუმი;
13:00 საათზე მოძრაობის თეატრი, -ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრი;
15:00 საათზე შემოდგომის ზეიმი ქალაქ ჯვარში;
16:00 საათზე წიგნის პრეზენტაცია -ტერენტი გრანელის ნახატები -გრანელის სახელობის სახლ-მუზეუმი;
17:00 საათზე მონო სპექტაკლი -ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრი;
ღონისძიებების დასასრულს, საღამოს 20:00 საათზე, ქალაქ წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრში გაიმართება კონცერტი ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს მონაწილეობით.
ღონისძიებების სპონსორები არიან:
წალენჯიხის მერია;
Coca cola Georgia;
"წალენჯიხის განვიᲗარების ჯგუფი"!