მოხრეშვითი სამუშაოები ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეულის ულურიის,ლეჟას,შეროზიასა და ლეცინდეს უბნებში გზის მოხრეშვითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
წყლის შემკრები ავზისა და სასმელი წყლის მილების რეაბილიტაცია ლეჟას,სალუკაოსა და სააბულაძოს უბნებში დასრულების ფაზაშია.
ამავდროულად უბნების მიხედვით გარეგანათებების მოწყობის სამუშაოები გრძელდება.