ქალაქ წალენჯიხაში, ბადრი შანავას ქუჩის მეორე შესახვევში არსებული საცალფეხო ჯაჭვის ხიდი ძლიერმა წვიმებმა დაანგრია
ქალაქ წალენჯიხაში, ბადრი შანავას ქუჩის მეორე შესახვევში არსებული საცალფეხო ჯაჭვის ხიდი ძლიერმა წვიმებმა დაანგრია.ათამდე ოჯახი დარჩა ხიდის გარეშე,რომელიც ქალაქთან აკავშირებდა.
მოსახლეობას წლების მანძილზე ჰქონდა მოთხოვნა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხიდი აშენებულიყო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული იმყოფებოდა,სადაც არსებულ პრობლემებს გაეცნო.
მან აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ზარალის დათვლა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მჭიდრო კომუნიკაცია აქვს მოსახლეობასთან და ყველაფერი კეთდება პრობლემების აღმოსაფხვრელად