სტიქიის მიერ დაზიანებული ფახულანი-ჭალეს დამაკავშირებელ სამანქანე ხიდზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს ძლიერი წვიმების შედეგად,გზის მონაკვეთი დაიმეწყრა და ხიდი ნაწილობრივ ჩამოინგრა, რამაც ტრანსპორტით გადაადგილებას საფრთხე შეუქმნა.



