ქალაქ ჯვარის კულტურის სახლის წინ არსებული შადრევნის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
ქალაქ ჯვარის კულტურის სახლის წინ არსებული შადრევნის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
პროექტის ფარგლებში შადრევანი შიდა და გარე პერიმეტრზე ბაზალტის ფილებით მოპირკეთდება, აღდგება წყლის მიწოდებების სისტემა და ამოქმედდება შადრევანი.
მოეწყობა ასევე შადრევნის გარე და შიდა განათებები.
მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება ახალი სკამები.
ამავე პროექტის ფარგლებში კულტურის სახლის წინ ვიოლინოს სკულპტურა დაიდგა.
მიმდებარედ არსებული წყაროს რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა