ცხელი ხაზი : 599647050

რუსეთ-უკრაინის ომში გმირულად დაღუპული ედიშერ კვარაცხელია დღეს, მშობლიურ წალენჯიხაში სამხედრო პატივით დაკრძალეს

20 ოქტომბერი, 2022

  რუსეთ-უკრაინის ომში გმირულად დაღუპული ედიშერ კვარაცხელია დღეს, მშობლიურ წალენჯიხაში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

 გმირის პატივის მისაგებად სამგლოვიარო ცერემონიალი გაიმართა.

  ცერემონიალი სიტყვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ გახსნა.სიტყვით გამოვიდნენ პოლიტიკოსები: ნიკანორ მელია, ნუგზარ წიკლაური, ხატია დეკანოიძე, მამუკა ხაზარაძე, უკრაინის სამხედრო ატაშე სერეგეი კრავჩუკი.

 ცერემონიალის დროს უკრაინიდან ქალაქ იავოროვოდან მერი იგორ გრაბოვსკი ჩაერთო და მიუსამძიმრა დაღუპულის ოჯახს, ახლობლებს წალენჯიხელებს.

  დაკრძალვის ცერემონიალზე საქართველოსა და უკრაინის ჰიმნი გაჟღერდა.

  ის მესამე წალენჯიხელია, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე უკრაინა-რუსეთის ომში დაიღუპა.

  პროცესიაზე დაღუპულის ხსოვნას პატივი სამხედრო ზალპით მიაგეს და სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა და უკანასკნელ გზაზე გააცილა.

  ედიშერ კვარაცხელია პროფესიონალი სამხედრო გახლავთ, ის აგვისტოს ომის მონაწილე და უკრაინაში 2014 წლიდან წინა ხაზზე იმყოფებოდა და

არაერთხელ იყო დაჭრილი.

 

გააზიარე