ცხელი ხაზი : 599647050

ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში, დეკანოზ მოსე კვირკველიას სახელობის ბარელიეფი გაიხსნა

29 ოქტომბერი, 2022

 ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში, დეკანოზ მოსე კვირკველიას სახელობის ბარელიეფი გაიხსნა.

 დეკანოზი მოსე კვირკველია ლიის სკოლის დამაარსებელია.

 დღეს, კვირკველიების საგვარეულო კავშირის წარმომადგენლებმა,ბათუმიდან ჩამოსულმა სტუმრებმა ადგილობრივებთან ერთად, ტაძრის ეზოში ბარელიეფი საზეიმოდ გახსნეს.

 ღონისძიების ფარგლებში,ლიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დეკანოზის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა.

 ღონისძიების მიმდინარეობისას სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს მოსე კვირკველიას მოღვაწეობაზე და მის უდიდეს ღვაწლზე ლიაში სკოლის დაარსებასთან დაკავშირებით.

 

გააზიარე