ტრენინგი ეპიდზედამხედველობის საკითხებთან დაკავშირებით
ტრენინგი ეპიდზედამხედველობის საკითხებთან დაკავშირებით.
ა(ა)იპ წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებისა და ოჯახის ექიმებისთვის გაიმართა ტრენინგი ეპიდზედამხედველობის საკითხებთან დაკავშირებით.
ტრენინგს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ატარებდნენ.
ეპიდზედამხედველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა ლევან ბაიდოშვილმა და მთავარმა სპეციალისტმა ცირა მერაბიშვილმა.
ტრენინგის თემა მოიცავდა გადამდებ დაავადებებს,ვაქცინაციის საკითხებს და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს.