ცხელი ხაზი : 599647050

მერმა გიორგი ხარჩილავამ ქალაქ ჯვარში ადგილობრივი (მუნიციპალიტეტის) ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით მიმდინარე პროექტები დაათვალიერა

11 ნოემბერი, 2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ ქალაქ ჯვარში ადგილობრივი (მუნიციპალიტეტის) ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით მიმდინარე პროექტები დაათვალიერა. მათ შორის:

  კინოთეატრის ეზოს წინ მდებარე შადრევნისა და დადიანების სრული წყაროს რეაბილიტაცია;

  პროექტის ფარგლებში, შადრევნი შიდა და გარე პერიმეტრზე ბაზალტის ფილებით მოპირკეთდება, აღდგება წყლის მიწოდებების სისტემა და ამოქმედდება შადრევანი;

  მოეწყობა ასევე შადრევნის შიდა და გარე განათებები, მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკამები განთავსდება.

  აღსანიშნავია, რომ ქალაქ ჯვარში ადგილობრივი ბიუჯეტით 6 პროექტი ხორციელდება.

 

გააზიარე