IV ლიგის გათამაშების ბოლო XXX ტურის მატჩი ,,სქური"-წალენჯიხის და ,,ოდიში 1919"-ზუგდიდის გუნდებს შორის.
20 ნოემბერს წალენჯიხის საშა კვარაცხელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა IV ლიგის გათამაშების ბოლო XXX ტურის მატჩი ,,სქური"-წალენჯიხის და ,,ოდიში 1919"-ზუგდიდის გუნდებს შორის.
ეს მატჩი მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ მოგების შემთხვევაში ,,სქური"-ს გუნდი შეინარჩუნებდა და გაიმყარებდა V ადგილს სატურნირო ცხრილში.
ჩვენმა ფეხბურთელებმა შეძლეს მობილიზება და დამაჯერებელი ანგარიშით - 3:1 გაიმარჯვეს.
გატანილი გოლების ავტორები არიან:
1.კაკაჩია ბექა;
2.ჟვანია გიორგი;
3.ქარდავა ნიკა;
ვულოცავთ ,,სქურის" ფეხბურთელებს, გუნდის მწვრთნელებს, ცენტრის თანამშრომლებს და გულშემატკივრებს ამ ღირსეულ გამარჯვებას და სატურნირო ცხრილში 46 ქულით 16 გუნდიდან V ადგილის დაკავებას.