ტრენინგები პირველადი ჯანდაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, წალენჯიხის ევექსის მიმღები და თერაპიული პროფილის ექიმებისთვის
წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მესამე დღეა მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, წალენჯიხის ევექსის მიმღები და თერაპიული პროფილის ექიმებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს.
ტრენინგის თემაა ბავშვთა გეგმიური აცრები, კოვიდ-19-ის იმუნიზაცია და იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული რეაქცია, გართულებების სტატისტიკა.
ისაუბრეს პირველადი ჯანდაცვის გამოწვევებზე, სამედიცინო მომსახურების სერვისებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.