ცხელი ხაზი : 599647050

შეხვედრა სოციალური პროექტის -,,კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის’’,ფარგლებში.

26 იანვარი, 2023

 დღეს, 26 იანვარს,წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა შეხვედრა სოციალური პროექტის -,,კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის’’,ფარგლებში.

 პროექტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი USAID-ის

დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამის მხარდაჭერით 2022 წლის 1 დეკემბრიდან ხორციელდება, რომლის მხარდამჭერიც გახლავთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტი.

 პროექტის ცნობადობის ასამაღლებელი კამპანიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უძღვებოდნენ პროექტის კოორდინატორები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიდან.

 შეხვედრას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია,საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.

 ღონისძიების სამიზნე აუდიტორია: 16-40 წლის ქალბატონები, პოტენციური დამსაქმებლები (მუნიციპალიტეტი, კომპანიები).

+13

გააზიარე