ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს,6 თებერვალს სოფელ ეწერში გაიმართა.

6 თებერვალი, 2023

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს,6 თებერვალს სოფელ ეწერში გაიმართა.

 შეხვედრებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული, მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ქარდავა ესწრებოდნენ.

 საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში პრიორიტეტები გამოვლინდა.

 ლეძაძამეში ხიდ-ბოგირის მშენებლობა, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, გარეგანათებების მოწყობა დასახელდა.

 ეწერში მოსახლეობამ შეარჩია სკვერის რეაბილიტაცია, საბავშვო ატრაქციის მოწყობა,საციმინტიოს უბანში ცხაურებისა და წყალსაწრეტი არხების,ასევე გარეგანათებების მოწყობა სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

 ლექარდეს უბანში სასმელი წყლის სოკოს მოწყობა, ასევე შიდა გზების მოხრეშვა-მოშანდაკება დასახელდა.

ლეფიფიეში კი, მოსახლეობა გარეგანათებების კეთილმოწყობაზე შეჯერდა.

 პროგრამის ფარგლებში პროექტების შერჩევა ეფუძნება მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პრინციპს, რისთვისაც დასახლებებში იმართება დასახლების საერთო კრებების სხდომები ან რეგისტრირებულ ამომრჩეველთან კონსულტაციები (შემდგომში - კონსულტაცია), სადაც მოქალაქეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას განსახორციელებელი პროექტის შერჩევის თაობაზე.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი სახის პროექტებს:

სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);

• სარწყავი სისტემები;

სანიაღვრე არხები;

ნაპირსამაგრი სამუშაოები;

გზები და გზისპირა მოსაცდელები; აგრეთვე, ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;

ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;

გარე განათება;

სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;

სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;

ამბულატორიის შენობები;

სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;

სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;

წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;

სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა;

2023 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სულ 644 000 ლარი დაიხარჯება.

+5

გააზიარე