" სოფლის მხარდაჭერის " პროგრამასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ივანე ბურდულმა " სოფლის მხარდაჭერის " პროგრამასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართა.
სხდომას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები განიხილეს.
ივანე ბურდულმა მერის წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია საერთო კრებების დროს შერჩეული პროექტების შესახებ.