ცხელი ხაზი : 599647050

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურს ბაზარზე წვდომის გაუმჯობესების მიზნით

15 თებერვალი, 2023

  USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურს ბაზარზე წვდომის გაუმჯობესების მიზნით .

  ამასთან დაკავშირებით,დღეს წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში შედგა საინფორმაციო სახის შეხვედრა.პროგრამაზე USAID პროგრამის წარმომადგენელმა შალვა ფიფიამ ისაუბრა.

შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია,მერის წარმომადგენელები ადმინისტრაციულ ერთეულებში და მეწარმე ფერმერები ესწრებოდნენ.

 საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაზრის იმ მონაწილეებს, რომლებიც გაზრდიან ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე ფერმერების/მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების პროდუქციის რეალიზაციის შესაძლებლობებს ან/და დადებით გავლენას მოახდენენ სამიზნე თემებში წარმოებული პროდუქციის ხარისხსა და მოცულობაზე

 სრული ინფორმაცია საგრანტო განაცხადთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=432496

 კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა: 20 თებერვალი, 2023 წელი.

განმცხადებლებს შეუძლიათ კითხვების დასმა ელ-ფოსტის საშუალებით: grants@cnfageorgia.org

 განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 6 მარტი, 2023 წელი.

+6

გააზიარე