"რუსეთის აგრესია უკრაინაში: წინააღმდეგობის ერთი წელი“.
"რუსეთის აგრესია უკრაინაში: წინააღმდეგობის ერთი წელი“.
დღეს, 16 თებერვალს, წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკაში, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის, (EECMD) ორგანიზებითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ჩატარდა რეგიონალური შეხვედრა - „რუსეთის აგრესია უკრაინაში - წინააღმდეგობის ერთი წელი“.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა, მერის მოადგილე თამარ ბელქანია, უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი ანატოლი ხრისტენკო, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს"ზუგდიდის ოფისის რეგიონალური კოორდინატორი არჩილ თოდუა, სხვადასხვა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრის მსვლელობისას ნაჩვენები იქნა იავოროვის მერის ვიდეო -მიმართვა.