წალენჯიხელი, 8 წლის ალექსანდრა ძიძარია მხატვრულ ტანვარჯიშში,საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილის მფლობელი გახდა.
წალენჯიხელი, 8 წლის ალექსანდრა ძიძარია მხატვრულ ტანვარჯიშში,საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილის მფლობელი გახდა.
ალექსანდრასთვის ეს პირველი საერთაშორისო ტურნირი იყო, რომელიც გაიმართა ესტონეთში- ტარტუში.
ის ასპარეზობდა 18 ტანმოვარჯიშეს შორის. A კატეგორიაში თავის ასაკის ბავშვებში პირველი ადგილი მოიპოვა.
ალექსანდრა მხოლოდ ერთი წელია,რაც მხატვრული ტანვარჯიშით არის დაკავებული.ვარჯიშობს ყოველ დღე, 8-9 საათის განმავლობაში.
ის გახლავთ, კლუბ პირველების სპორტული ჯგუფის სრულფასოვანი წევრი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ნორჩ სპორტსმენს ამ დიდ გამარჯვებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.