ცხელი ხაზი : 599647050

ტრენინგი თემაზე- საარჩევნო და პოლიტიკური უფლებები

1 მარტი, 2023

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“,კავშირ „საფართან“ ერთად, ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ჩატარდა ტრენინგი წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში, აქტიური ქალებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ფორმით ჩართული არიან საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში.

  საარჩევნო და პოლიტიკური უფლებები; გენდერული თანასწორობა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა პოლიტიკაში; ქალთა მიმართ ძალადობა.- ეს დისკუსიის თემებია.

 აღნიშნულ ტრენინგს ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, სხვადასხვა საჯარო სამსახურისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

  შეხვედრის დასაწყისში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, არასამთავრობო სექტორის დადებითი როლი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში და დაგმო ხელისუფლებასთან ასოცირებული პარტიების მიერ ინიცირებული კანონპროექტი თითქოსდა უცხოეთის აგენტურის გავლენასთან დაკავშირებით. იგივე აზრი გაიზიარეს შეხვედრის ორგანიზატორებმაც.

  ტრენინგი დიალოგის რეჟიმში წარიმართა.

მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცა.

+8

გააზიარე