ცხელი ხაზი : 599647050

 USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსებს ტურიზმის პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით.

2 მარტი, 2023

 USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსებს ტურიზმის პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით.

  საგრანტო კონკურსების მიზანია, ტურიზმის სექტორში ჩართული მიკრო და მცირე საწარმოების პროდუქტიულობის ამაღლებისა და რეგიონალურ, ეროვნულ და საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრირების გზით, ხელი შეუწყოს კულტურული ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმისა და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების განვითარებას სამიზნე მუნიციპალიტეტებში, ერთ-ერთი სამიზნე კი გახლავთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტი.

  ამასთან დაკავშირებით,დღეს წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში შედგა საინფორმაციო სახის შეხვედრა.

 პროგრამაზე USAID პროგრამის წარმომადგენელმა შალვა ფიფიამ ვრცლად ისაუბრა.

 შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული,მერის მოადგილე თამარ ბელქანია,მერის წარმომადგენელები ადმინისტრაციულ ერთეულებში და ტურიზმის სექტორით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

  შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. USAID-ის

წარმომადგენლებმა დამსწრეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

 სრული ინფორმაცია საგრანტო განაცხადებთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგ ბმულებზე

კულტურული ტურიზმი:

https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=436100

სათავგადასავლო ტურიზმი და ადგლობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება:

https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=436092

კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა: 28 თებერვალი, 2023 წელი.

განმცხადებლებს შეუძლიათ კითხვების დასმა ელ-ფოსტის საშუალებით: grants@cnfageorgia.org

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 23 მარტი, 2023 წელი.

+13

გააზიარე