6 აპრილს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შემავალი ქალაქებისა და სოფლების სათემო საზოგადოებრივი საბჭოების არჩევნებისთვის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება.
6 აპრილს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შემავალი ქალაქებისა და სოფლების სათემო საზოგადოებრივი საბჭოების არჩევნებისთვის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება.
სათემო საზოგადოებრივი საბჭოები არის მერთან არსებული მუდმივმოქმედი, არჩევითი სათათბირო ორგანო, რომლის ფუნქციაა კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების შემუშავება, მიღებასა და მათ აღსრულებაზე საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფა.
სათემო საზოგადოებრივი საბჭოები არის "წალენჯიხის თავისუფლებათა ქარტიის" ერთ-ერთი მექანიზმი. ქარტია მიზნად ისახავს მოქალაქეთა ჩართულობას, თანამმართველობის რეალური მექანიზმების დანერგვას და წალენჯიხის მაგალითზე ძალაუფლების დეცენტრალიზაციის, მოქალაქეთა ჩართულობის პრეცედენტის შექმნას.