მთავარი ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მთავარი ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.აღნიშნულ შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად 2011-12 წლებში ჩაუტარდა.
ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე ფასადს,მოეწყობა ვიტრაჟები,შეიცვლება დაგებული მეტლახი, მოეწყობა სანიაღვრე არხები,კიბეზე დაიგება ბაზალტის ფილები.
სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მაქსიმო“.
პროექტის ღირებულება შეადგენს 48 700 ლარს, რომელიც ადგილობრივი(მუნიციპალიტეტის) ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით დაფინანსდა.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს წალენჯიხის მეგობართა კლუბის მიერ წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკაში ჩატარდა სამკითხველო დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები და აღიჭურვა ახალი ტექნიკით,წიგნადი ფონდი კი შეივსო ახალი წიგნებით.