სოციალური პროექტები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის წესი ეს წესი განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირებისათვის– დევნილებისათვის ადგილობრივიბიუჯეტიდანსოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მოსარგებლეთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და გასაცემი სოციალური დახმარების სახეობასა და ოდენობას თავი I სოციალური დახმარების პროგრამების სახეები, ბენეფიციართა კატეგორიები და პროგრამაში ჩასართავად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 1. მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური დახმარების პროგრამების სახეები 1. მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულია შემდეგი სოციალური პროგრამები: ა) ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტთა სტაციონარული მომსახურების ნაწილობრივი თანადაფინანსება; ბ) ფსიქიკურ ავადმყოფთა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უზრუნველყოფის დაფინანსება; გ) მუდმივად ან/და სისტემატურად მკურნალობის საჭიროების მქონე იშვიათი დაავადებებით შეპყრობილ პირთა ფინანსური მხარდაჭერა; დ) აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ასა) მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მხარდაჭერა; ე) ,,საქართველო C ჰეპატიტის გარეშე“ სახელმწიფო პროგრამის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისპროცესის
http://www.matsne.gov.ge 01026002035104016396
მონიტორინგის კომპონენტით გათვალისწინებული კვლევების თანადაფინანსება; ვ) მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება; ზ) ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება; თ) მრავალშვილიანი ოჯახების არასრულწლოვანთა ყოველთვიური ფულადი დახმარება; ი) საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით ფულადი ან/და არაფულადი (მატერიალური) დახმარება; კ) საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახების ფულადი დახმარება; ლ) შშმ პირთა და მოვლის საჭიროების მქონე ავადმყოფთა ფინანსური მხარდაჭერა; მ) თირკმლის დიალიზზე მყოფი პაციენტების ტრანსპორტირების ფინანსური უზრუნველყოფა; ნ) დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური ფულადი დახმარება; ო) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფულადი დახმარება; პ) სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა; ჟ) სარიტუალო მომსახურება. 2. მუნიციპალური პროგრამებით მოსარგებლე შეიძლება იყოს პირი, რომელიც რეგისტრირებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ან ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, რომელიც რეგისტრირებულია და ფაქტობრივად ცხოვრობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. 3. პროგრამაში, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის“ (შემდგომში – სოციალური კომისია) გადაწყვეტილებით შეიძლება ჩაერთოს პირი, რომელიც ფაქტობრივად ცხოვრობს, მაგრამ არ არის რეგისტრირებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, თუ ეს ფაქტი წერილობით დადასტურებული იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის მიერ.
მუხლი 2. ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებულ პაციენტთა სტაციონარული მომსახურების ნაწილობრივი თანადაფინანსება 1. პროგრამა ითვალისწინებს პაციენტის თანაგადახდაში მუნიციპალიტეტის მერიის თანამონაწილეობას და გამოითვლება შემდეგი წესით: ა) თუ საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხა მთლიანი ღირებულების 70%-ზე მეტია, დაფინანსდება პაციენტის გადასახდელი თანხის ნახევარი; ბ) თუ საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხა მთლიანი ღირებულების 70%-ზე ნაკლებია, დაფინანსდება საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხის 25%. გ) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბენეფიციარი შეიძლება დაფინანსდეს არანაკლებ 50 და არაუმეტეს 500 ლარისა. 2. პროგრამა არ ითვალისწინებს საყოველთაო დაზღვევით 100%-ით დაფინანსების შემთხვევების თანადაფინანსებას. 3. პროგრამით განსაზღვრულია საგარანტიო წერილის გაცემა, რომელიც დაფინანსდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციი სშემდეგ. 4. საგარანტიო წერილის გასაცემად წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100); ბ) საყოველთაო დაზღვევის საგარანტიოწერილის ასლი,ან იმავე ინფორმაციის მატარებელისხვადოკუმენტი (კალკულაცია). გ) დასაფინანსებელი პირის პირადობის მოწმობის ასლი. 5. საგარანტიო წერილით დასაფინანსებელი თანხის ოდენობას ადგენს ,,სოციალური კომისია“, ხოლო საგარანტიო წერილს გასცემს მუნიციპალიტეტის მერი. კომისიის გადაწყვეტილებით, გამონაკლის შემთხვევაში, დაფინანსება მოხდება გაწეული სამედიცინო მომსახურების შემდგომ, არაუგვიანეს 3 თვის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორებით, პაციენტის ან მისი ოჯახის წევრის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
მუხლი 3. ფსიქიკურ ავადმყოფთა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უზრუნველყოფის დაფინანსება 1. პროგრამის ბენეფიციარები არიან ფსიქიკური აშლილობით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უზრუნველყოფის გარდა დამატებით საჭიროებენ ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობას. 2. ბენეფიციართა შერჩევა ხდება სოციალური კომისიის მიერ ფსიქონარკოლოგიური დისპანსერიდან ყოველკვარტალურად მოწოდებული მონაცემების გათვალისწინებით . 3. ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) სამედიცინო ფორმა №100, საჭირო ძვირადღირებული მედიკამენტის მითითებით; გ) პირადი საბანკო ანგარიში (საჭიროების შემთხვევაში ოჯახის წევრის, ან მეურვის შესაბამისი
http://www.matsne.gov.ge 01026002035104016396
დოკუმენტაცია). 4. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ან მეურვეზე ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით პირად ანგარიშზე 50 ლარის ჩარიცხვას.
მუხლი 4. მუდმივად ან/და სისტემატურად მკურნალობის საჭიროების მქონე იშვიათი დაავადებებით შეპყრობილ პირთა ფინანსური მხარდაჭერა . 1. პროგრამის ბენეფიციარები არიან პაციენტები, რომლებიც დაავადებული არიან იშვიათი დაავადებებით (გაფანტული სკლეროზი, სირინგომიელია, მოტონეირონთა დაავადება, კუნთთა პროგრესული დისტროფია, პარკინსონის დაავადება, ლეიკემია) და მუდმივად ან/და სისტემატურად საჭიროებენ ძვირადღირებული მედიკამენტების მიღებას. 2. ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს: ა) შესაბამისი დაავადების დამადასტურებელი მიმდინარე ან წინა წლის ფორმა №100, საჭირო მედიკამენტის მუდმივად ან სისტემატურად მიღების საჭიროების მითითებით; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) პირადი საბანკო ანგარიში. 3. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით პირად ანგარიშზე 50 ლარის ჩარიცხვას.
მუხლი 5. აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ასა) მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მხარდაჭერა 1. პროგრამის ბენეფიციარები არიან ასა-ს მქონე 2-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლთა მშობლები წარმოადგენენ: ნეიროგანვითარების ცენტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის „ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის“, რეგისტრირებული კავშირის „საქართველოს ბავშვები“, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრისა და სხვა ლიცენზირებული დაწესებულებების ჩასატარებელი ღონისძიებების შესაბამის ხარჯთაღრიცხვას, დიაგნოზის დამადასტურებელ ფ №100, ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლს და ერთ ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლს. 2. დოკუმენტაციის სოციალური კომისიის მიერ განხილვის საფუძველზე, საჭიროების გათვალისწინებით, წელიწადში ორჯერ მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაიცემა საგარანტიო წერილი ჩასატარებელი ღონისძიებების ღირებულების 70%-ის ოდენობის დაფინანსებაზე (არაუმეტეს 1000 ლარისა), რომელიც დაფინანსდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგ.
მუხლი 6. „საქართველო C ჰეპატიტის გარეშე“ სახელმწიფო პროგრამის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესის მონიტორინგის კომპონენტით გათვალისწინებული კვლევების თანადაფინანსება 1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბენეფიციარებს, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფოს მიერ აღნიშნული კვლევების დაფინანსებისა და მათ მიერ თანაგადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. 2. დაფინანსება მოხდება ორ ეტაპად: ა) დიაგნოსტიკური კვლევების დამთავრების შემდგომ; ბ) მკურნალობის პროცესის მონიტორინგის კვლევების დამთავრების შემდეგ. 3. მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საბაზისო პაკეტით პაციენტის თანაგადახდის ნახევარი, მაგრამ არაუმეტეს 150 ლარისა, ხოლო ომის ვეტერანები და უმწეო კატეგორიის პაციენტები დაფინანსდებიან 100%-ით. 4. დაფინანსება მოხდება შესაბამისი ეტაპის დამთავრებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში მომართვის შემთხვევაში.
მუხლი 7. მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 1. პროგრამის ფარგლებში ძირითადად გათვალისწინებული იქნება ის შემთხვევები, რომლებიც ვერ ფინანსდება სხვა ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამებით. 2. ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა ხდება ოჯახის რომელიმე წევრზე წელიწადში ერთხელ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის რეკომენდაციით ( მის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილი დოკუმენტაციით) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულისთვის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტით დადგენილი თვიური ლიმიტის ფარგლებში. 3. დაფინანსება მოხდება სოციალური კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორებით, ბენეფიციარის პირად ანგარიშზე 50-დან (ორმოცდაათი) 200 (ორას) ლარამდე ოდენობით თანხის ჩარიცხვით.
მუხლი 8. ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება 1. პროგრამა ითვალისწინებს ბიოლოგიური დედის რიგით პირველ და მეორე ცოცხლადშობილ შვილზე ერთჯერად ფულად დახმარებას 200 ლარის ოდენობით (ტყუპების შეძენისას თანხის გაორმაგებით და ა.შ.);
http://www.matsne.gov.ge 01026002035104016396
2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) ახალშობილის დაბადებისა და ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ცნობა სახელმწიფო განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან ახალშობილის შესახებ. 3. დაფინანსება მოხდება სოციალური კომისიის გადაწყვეტილებით, უნაღდო ანგარიშსწორებით, განმცხადებლის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, ბავშვის დაბადებიდან არაუგვიანეს 6 თვისა.
მუხლი 9. მრავალშვილიანი ოჯახების არასრულწლოვან შვილთა (16 წლამდე) ყოველთვიური ფულადი დახმარება 1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაცჰყავთოთხიან მეტი შვილი და წარმოადგენენ: ა) შვილების დაბადების მოწმობის ასლებს; ბ) მშობლების ქორწინების მოწმობის ასლს – ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) ერთერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლს; დ) პირად საბანკო ანგარიშის ნომერს. 2. მრავალშვილიან ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100000-ზე დაბალია, თითოეულ არასრულწლოვანზე ყოველთვიურად გაიცემა 30 (ოცდაათი) ლარი, ხოლო ოჯახებზე 100000-ზე მეტი სარეიტინგო ქულით – 50 (ორმოცდაათი) ლარი; 3. დაფინანსება მოხდება ბენეფიციარისთვის 16 წლის ასაკის შესრულებამდე. 4. წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე დახმარების დანიშვნაზე გადაწყვეტილებას იღებს სოციალური კომისია.
მუხლი 10. საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით ფულადი ან არაფულადი (მატერიალური) დახმარება 1. პროგრამით მოსარგებლენი არიან საზოგადოების ღვაწლმოსილი და დამსახურებული ადამიანები (ომისა და შრომის ვეტერანები, პენსიონერები, 100 წელს გადაცილებული პირები და ა.შ.), რომელთაც საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით გაეწევათ ერთჯერადი ფულადი და/ან მატერიალური დახმარება. 2. სოციალური ჯგუფების შერჩევა და ბენეფიციარზე გასაცემი თანხის ოდენობა და/ან მატერიალური დახმარების ჩამონათვალი განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის მიერ. 3. ბენეფიციართა სიები მიიღება სოციალური მომსახურების სააგენტოდან და/ან ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან.
მუხლი 11. საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახების ფულადი დახმარება 1. პროგრამა მოიცავს საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს (ძალოვან სტრუქტურებში) დაღუპულთა ოჯახებზე დახმარების გაწევას საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით. დახმარება გაიცემა დაღუპულთა ოჯახის ერთ-ერთ წევრზე. 2. პროგრამით მოსარგებლე ოჯახებზე დახმარების გაწევის დროსა და გასაცემი თანხის ოდენობაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი. 3. ბენეფიციართა მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს შემდეგ დახმარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სოციალური კომისია. 4. სოციალური მომსახურების სააგენტოდან წარმოდგენილი საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახების სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს გარდა წარმოდგენილი უნდა იქნეს ოჯახის ერთ-ერთი წევრის პირადობის მოწმობის ასლი და პირადი საბანკო ანგარიში, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
მუხლი 12. შშმ პირთა და მოვლის საჭიროების მქონე ავადმყოფთა ფინანსური მხარდაჭერა 1.პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100000 -ზე დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებულ პირებს, რომლებიც არ არიან ასაკით პენსიონერები და წარმოადგენენ: ა) სსე (სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა) შემოწმების აქტის ამონაწერს სტატუსით – მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფი) და არიან სახლს (ეტლით მოსარგებლე) ან საწოლს მიჯაჭვული და საჭიროებენ მუდმივ მომვლელს. ამასთან,ჯანმრთელობის ფორმა№100-ში მითითებულია ჩანაწერი – მუდმივად მოვლის საჭიროების მქონე; ბ) პირადობის მოწმობის ასლს; გ) სარეიტინგო ქულის დამადასტურებელ დოკუმენტს; დ) პირად საბანკო ანგარიშს.
http://www.matsne.gov.ge 01026002035104016396
ე) საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარის უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლს და საბანკო ანგარიშს. 2. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ან ოჯახის წევრზე/უფლებამოსილ პირზე უნაღდო ანგარიშსწორებით ყოველთვიურად 100 ლარის ჩარიცხვას.
მუხლი 13. თირკმლის დიალიზზე მყოფი პაციენტების ტრანსპორტირების ფინანსური უზრუნველყოფა 1. პროგრამის ბენეფიციარები არიან პაციენტები, რომლებიც ჩართულნი არიან თირკმლის დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში და აუცილებელი მკურნალობისათვის სისტემატურად უწევთ გადაადგილება სხვა ქალაქში. 2.პროგრამა ითვალისწინებს თითოეულბენეფიციარზეყოველთვიურად, უნაღდო ანგარიშსწორებით, პირად ანგარიშზე 100 ლარის ჩარიცხვას. 3. ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დამადასტურებელი ფორმა №100; გ) პირადი საბანკო ანგარიში.
მუხლი 14. დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური ფულადი დახმარება. 1. პროგრამის ბენეფიციარები არიან 16 წლამდე დედ-მამით ობოლი ბავშვები, რომლებიც სოციალური მომსახურების სააგენტოდან წარმოადგენენ: ა) სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს; ბ) დაბადების მოწმობის ასლს; გ) პირადობის მოწმობის ასლს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) მათზე მეურვეობის დამადასტურებელ დოკუმენტს; ე) მეურვის პირადობის მოწმობის ასლს; ვ) პირად ანგარიშს. 2. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ დედ-მამით ობოლ ბავშვზე ყოველთვიურად 100 ლარის უნაღდო ანგარიშსწორებით მეურვის პირად ანგარიშზე ჩარიცხვას.
მუხლი 15. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფულადი დახმარების პროგრამა 1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, ან/და სასამართლო ორგანოს, ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი (მსხვერპლის იდენტიფიცირების) ჯგუფის მიერ მინიჭებული სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს. 2. ბენეფიციართა დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ბენეფიციარის პირად ანგარიშზე, წელიწადში ერთხელ 200 ლარის ჩარიცხვით.
მუხლი 16. სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა. 1. პროგრამა ითვალისწინებს სტიქიური მოვლენების (ხანძარი, მეწყერი, ქარბუქი, ღვარცოფი, კლდეზვავი, დენადი გრუნტი) შედეგად დაზარალებული ოჯახების ფულად დახმარებას. 2. პროგრამით სარგებლობისათვის სტიქიით დაზარალებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს: ა) ხანძრით დაზიანების შემთხვევაში: ა.ა) სახანძრო-სამაშველო სამსახურის დასკვნა; ა.ბ) სტიქიის ამსახველი ფოტომასალა; ა.გ) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის შუამდგომლობა; ა.დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და პირადი საბანკო ანგარიში. ბ) ხანძრის გარდა სხვა სტიქიური მოვლენის შედეგად დაზიანების შემთხვევაში: ბ.ა) სათანადო საექსპერტო ან/და გეოლოგიური დასკვნა საცხოვრებელი სახლის მდგომარეობის შესახებ; ბ.ბ) სტიქიის ამსახველი ფოტომასალა; ბ.გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა; ბ.დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და პირადი საბანკო ანგარიში. 3. აღნიშნული დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ სოციალური კომისია იღებს გადაწყვეტილებას: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაზარალებულ ოჯახებზე ფულადი დახმარების გაწევაზე არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა; ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დანიძულებით გადაადგილებულ პირთა,განსახლებისა და ლტოლვილთამინისტრის2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დადგენილი – „ოჯახის დაზარალების კრიტერიუმების“ გათვალისწინებით, და დაზარალებულ ოჯახებს უწევს ფულად დახმaრებას 1000 (ათასი)-დან 10000 (ათი ათასი) ლარამდე. 4. დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით დაზარალებულის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. http://www.matsne.gov.ge 01026002035104016396
მუხლი 17. სარიტუალო მომსახურება. 1. პროგრამა ითვალისწინებს დიდი სამამულო ომის გარდაცვლილი მონაწილეების, მასთან გათანაბრებული პირების, ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულპირთა სარიტუალო ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებასю; 2. იძულებით გადაადგილებულგარდაცვლილ პირთა ოჯახებზე ამ პროგრამის ფარგლებშიგაიცემათანხა 100 ლარის ოდენობით, ხოლო პროგრამით მოსარგებლე სხვა კატეგორიის ოჯახებზე – 250 ლარის ოდენობით. 3. სოციალურ კომისიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) ცნობა გარდაცვალების შესახებ; ბ) გარდაცვლილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) გარდაცვლილის ოჯახის წევრის პირადობის მოწმობის ასლი და პირადი საბანკო ანგარიში.
თავი II სოციალური პროგრამების განხორციელება და ადმინისტრირება მუხლი 18. სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებისა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ორგანო 1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განხორციელებისა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისია“. 2. კომისია პასუხისმგებელია მუნიციპალური პროგრამებით მოსარგებლეთა სიების კომპიუტერულ დამუშავებასა და ინფორმაციის დაცვაზე. 3. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 19. ბენეფიციართა განცხადებისა და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის წესი 1. განცხადებასა და შესაბამის დოკუმენტაციას მოქალაქე წარადგენს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე. 2. მერის ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების ბიურო დადგენილი წესით არეგისტრირებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. 3. ბიურო არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში მოქალაქეს აძლევს ინფორმაციას და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კომისია განცხადებას არ განიხილავს.
მუხლი 20. გადაწყვეტილების მომზადება 1. კომისია საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 2. საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალური, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. 3. კომისია უზრუნველყოფს პროგრამებით მოსარგებლეთა სისტემატურ შემოწმებას და ახდენს შესაბამის ცვლილებებს (დახმარების დანიშვნა,შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეებში. 4. კომისია თვის განმავლობაში სოციალური დახმარების გაცემის, დანიშვნისა და შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას მომდევნო თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა უგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
მუხლი 21. ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 1. პროგრამებში ჩართვის, სოციალური დახმარების დანიშვნა ან/ და გაცემის შესახებ კომისიის დასკვნის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი. 2. გადაუდებელ შემთხვევაში, როცა დაყოვნებამ შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე შედეგი, დახმარება შეიძლება გაიცეს კომისიის დასკვნის გარეშე, მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 3. სამედიცინო დაწესებულებიდან წარდგენილიანგარიშფაქტურისა და კომისიის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე, მერი უფლებამოსილია გასცეს საგარანტიო წერილი. სამედიცინო დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვა მოხდება შესრულებული სამუშაოს ანგარიშფაქტურის წარდგენის შემდეგ.
თავი III გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი მუხლი 22. გარდამავალი დებულებები 2018 წელს გაცემული საგარანტიო წერილებით აღებული ფინანსური ვალდებულებების დაფარვა
http://www.matsne.gov.ge 01026002035104016396
განხორციელდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან.
მუხლი 23. დასკვნითი დებულებანი დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით