ცხელი ხაზი : 599647050

საინფორმაციო შეხვედრა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან

4 May, 2023

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მერის პირველ მოადგილე ივანე ბურდულთან და მერის მოადგილე თამარ ბელქანიასთან ერთად სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 გიორგი ხარჩილავამ სამუშაო შეხვედრაზე ხელმძღვანელი პირებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესრულების შესახებ. ისაუბრეს დაგეგმილ ღონისძიებებზე, სამომავლო გეგმებზე.

 ასევე, შეხვედრაზე განხილული იქნა არსებული სხვადასხვა პრობლემური საკითხები და ისაუბრეს მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე.

 გიორგი ხარჩილავამ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შესაბამისი დავალებები მისცა და გააქტიურებისკენ მოუწოდა.

გააზიარე