ცხელი ხაზი : 599647050

ტრენინგი თემაზე: ,,ცივი ჯაჭვის სისტემა, მნიშვნელობა, ფუნქციონირება,პრობლემები,გადაწყვეტილებები".

10 May, 2023

 დღეს, 10 მაისს, ა(ა)იპ წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, წალენჯიხის პირველადი ჯანდაცვის მედპერსონალთა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,ცივი ჯაჭვის სისტემა, მნიშვნელობა, ფუნქციონირება,პრობლემები,გადაწყვეტილებები".

 ასევე ტრენინგი შეეხო : ვაქცინის შეკვეთის დროს გასათვალისწინებელი კრიტერიუმების, ვაქცინების მარაგების მართვას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

 აღნიშნულ ტრენინგს უძღვებოდნენ: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ,,ცივი ჯაჭვის" სამმართველოს უფროსი გია ქაჩლიშვილი და ,,ცივი ჯაჭვის" სამმართველოს მთავარი სპეციალისტი მარიამ დავითაშვილი.

 მედპერსონალთან და ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ამ ტრენინგს ესწრებოდნენ: დარგის კურატორი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია და წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თამარ კვარაცხელია.

 აღსანიშნავია,რომ თავად ტერმინი ,, ცივი ჯაჭვი" წარმოიშვა ფარმაცევტულ ინდუსტრიაში და არეგულირებს ფარმაცევტული, ძირითადად იმუნო ბიოლოგიური, შენახვის წესებს. ასევე, ამ სისტემის აგების რეგლამენტი განსაზღვრავს წესებს ვაქცინების ტრანსპორტირებისას აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

+2

მოწონება

კომენტირება

გაზიარება

გააზიარე