ცხელი ხაზი : 599647050

„შექმენი მომავალი “.

1 ივნისი, 2023

  შემეცნებითი, სასწავლო და ძალიან საინტერესო პროექტით პირველად, ერთი კვირის მანძილზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა ცნობილი ფოტოხელოვანი და რეჟისორი ირმა შარიქაძე, რომელმაც ფოტო-ექსპერიმენტალური 6 დღიანი მასტრკლასები ჩაატარა, სახელწოდებით- „შექმენი

მომავალი “.

 პროექტის თემა გახლდათ ფოტოგრაფიის ვიზუალური ენის გამოყენება თანამედროვე მსოფლიოში.

 პროექტში მონაწილეობა მიიღეს ფოტოხელოვნებით დაინტერესებულმა პირებმა და ახალგაზრდებმა.

  დღეს დასკვნითი შეხვედრა გაიმართა პროექტის მონაწილეებთან წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, სადაც შეაჯამეს ერთი კვირის მუშაობის შედეგები და განიხილეს დაგეგმილი გამოფენის თარიღი და ორგანიზაციული საკითხები.

+9

გააზიარე