ცხელი ხაზი : 599647050

 სტიქიისგან დაზარალებული ადმინისტრაციული ერთეულები:

23 ივნისი, 2023

 სტიქიისგან დაზარალებული ადმინისტრაციული ერთეულები:

 ქ. წალენჯიხა; ბადრი შანავას ქუჩა-ჩანგრეულია ხიდი; ათი ოჯახი აღმოჩნდა იზოლაციაში.

ე.წ ლუღერას ტერიტორია- მორღვეულია სანაპიროს დამცავი ჯებირი;

 ნაკიფუ-ულურიის უბანი, ჩამოწვა მეწყერი, მოიშალა საგზაო ინფრასტრუქტურა;

 საჩინოს ცალკეული უბნების მიხედვით დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, ჩამოიშალა ნაპირდამცავი გაბიონები, დაინგრა ხიდი და ხიდბოგირები.

 ჭალე. ჩამოწვა მეწყერი ფოცხოეწერის დამაკავშირებელ გზაზე, დაზიანდა შიდა საუბნო გზები, დაიტბორა სავარგულები.

 ფახულანში უბნების მიხედვით დაიმეწყრა ტერიტორიები, დაინგრა ნაპირდამცავი გაბიონები, ხიდბოგირები, ჩამოირეცხა გზები.

 მედანის უბნების მიხედვით დაიმეწყრა ტერიტორიები ლარასა და ლარა-მედანის ტერიტორიაზე.

 ობუჯში სასონგულიოს უბანში განადგურდა სიმინდის ყანები, დაიტბორა საკარ-მიდამო მიწის ნაკვეთები.

 ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში-დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა და ნაპირდამცავი გაბიონები.

 სტიქიის ზონაში ადმინისრაციული ერთეულების მიხედვით გასულია ტექნიკა და მიმდინარეობს ნაშალი შლამისაგან გაწმენდითი სამუშაოები, რომელსაც ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის სპეცტექნიკა ასრულებს.

+15

გააზიარე