ლეფიფიეს უბანში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
➡ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლეფიფიეს უბანში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
➡ არსებული სამუშაოები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა გელა სალიამ დაავალიერეს.
➡ გეგმის მიხედვით, ბეტონის საფარის, მონოლითური რკინა-ბეტონის კიუვეტებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა განხორციელდება.
➡ სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 797 829 ლარს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ბეტკო"ასრულებს.
➡ პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდება.
➡ გზის პრობლემა მოსახლეობასთან გამართულ "ღია შეხვედრაზე" იქნა წამოჭრილი. მაშინ ჩქვალერის მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტად სწორედ გამოკვეთა შიდა გზების მოწესრიგება.
➡ გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია ტურისტული პოტენციალითაც, სწორედ ჩქვალერში მდებარეობს ინწრას ჩანჩქერი.
➡ გზის რეაბილიტაციის შემდეგ, ადგილობრივები და ტურისტები განახლებული გზით შეძლებენ სარგებლობას.