ცხელი ხაზი : 599647050

ლეფიფიეს უბანში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

30 ოქტომბერი, 2019

  ➡   წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლეფიფიეს უბანში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები   ინტენსიურად  მიმდინარეობს.

 ➡     არსებული სამუშაოები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა გელა სალიამ დაავალიერეს.

➡         გეგმის მიხედვით, ბეტონის საფარის, მონოლითური რკინა-ბეტონის კიუვეტებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა განხორციელდება.

  ➡     სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 797 829 ლარს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ბეტკო"ასრულებს.

  ➡   პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდება.

  ➡     გზის პრობლემა მოსახლეობასთან გამართულ "ღია შეხვედრაზე" იქნა წამოჭრილი. მაშინ ჩქვალერის მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტად სწორედ გამოკვეთა შიდა გზების მოწესრიგება.

   ➡  გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია ტურისტული პოტენციალითაც, სწორედ ჩქვალერში მდებარეობს ინწრას ჩანჩქერი.

  ➡  გზის რეაბილიტაციის შემდეგ, ადგილობრივები და ტურისტები განახლებული გზით შეძლებენ სარგებლობას.

https://www.facebook.com/163369923755385/photos/pcb.2540519129373774/2540521969373490/?type=3&theater

https://www.facebook.com/163369923755385/photos/pcb.2540519129373774/2540522086040145/?type=3&theater

გააზიარე