Hot line : 599647050

მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

21 July, 2020

➡️ მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
➡️ სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

➡️ პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალგაყვანილობისა და გათბობის სისტემები, პანდუსები.
➡️ ორსართულიანი ევროპული სტანდარტების დონის შენობა 60- აღსაზრდელზეა გათვლილი.
➡️ სამუშაოებს შპს ზანგო-2015 ასრულებს.
➡️ აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

➡️ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს და არსებულ მდგომარეობას გაეცნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, საორგანიზაციო და სამშენებლო ინსპექტირების განყოფილების უფროსმა ჯემალ კვარაცხელიამ .

 

https://www.facebook.com/163369923755385/photos/pcb.3144482822310732/3144480185644329/?type=3&theater

 

 

Share page