მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
➡️ მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
➡️ სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.
➡️ პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალგაყვანილობისა და გათბობის სისტემები, პანდუსები.
➡️ ორსართულიანი ევროპული სტანდარტების დონის შენობა 60- აღსაზრდელზეა გათვლილი.
➡️ სამუშაოებს შპს ზანგო-2015 ასრულებს.
➡️ აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
➡️ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს და არსებულ მდგომარეობას გაეცნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, საორგანიზაციო და სამშენებლო ინსპექტირების განყოფილების უფროსმა ჯემალ კვარაცხელიამ .