Hot line : 599647050

მატჩი ,,სქური"-წალენჯიხის და ,,კოლხეთი"-ხობის გუნდებს შორის

29 November, 2022

 დღეს, 29 ნოემბერს, წალენჯიხის საშა კვარაცხელიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა U-15 ასაკის ჭაბუკ ფეხბურთელთა გათამაშების კალენდარული მატჩი ,,სქური"-წალენჯიხის და ,,კოლხეთი"-ხობის გუნდებს შორის.

 დაძაბულ და თანაბარ თამაშში ,,სქური-"ს ფეხბურთელებმა მეორე ტაიმის ბოლო წუთებში შეძლეს მეტოქის კარში გოლის გატანა და მატჩი ანგარიშით - 1️⃣:0️⃣ დაასრულეს.

 გატანილი გოლის ავტორია - გოჩა ჩანგელია.

წალენჯიხის მერია ულოცავს ,,სქური-"ს ფეხბურთელებს, გუნდის მწვრთნელს - რატი ზარქუას და გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას და უსურვებს კვლავაც წარმატებებს.

Share page