მატჩი ,,სქური"-წალენჯიხის და ,,კოლხეთი"-ხობის გუნდებს შორის
დღეს, 29 ნოემბერს, წალენჯიხის საშა კვარაცხელიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა U-15 ასაკის ჭაბუკ ფეხბურთელთა გათამაშების კალენდარული მატჩი ,,სქური"-წალენჯიხის და ,,კოლხეთი"-ხობის გუნდებს შორის.
დაძაბულ და თანაბარ თამაშში ,,სქური-"ს ფეხბურთელებმა მეორე ტაიმის ბოლო წუთებში შეძლეს მეტოქის კარში გოლის გატანა და მატჩი ანგარიშით - :
დაასრულეს.
გატანილი გოლის ავტორია - გოჩა ჩანგელია.
წალენჯიხის მერია ულოცავს ,,სქური-"ს ფეხბურთელებს, გუნდის მწვრთნელს - რატი ზარქუას და გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას და უსურვებს კვლავაც წარმატებებს.