ცხელი ხაზი : 599647050

11 თებერვალს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

11 თებერვალი, 2022

 11 თებერვალს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია უძღვებოდა.

სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა,მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა , მერის მოადგილე თამარ ბელქანია და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი თეა სარია ესწრებოდნენ.

დღის წესრიგი გახლდათ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 თებერვლის

N 2 დადგენილებაში შეტანის თაობაზე.

ასევე სხვადასხვა საკითხები.

მთავარი ფინანსური დოკუმენტი ცვლილებებით საკრებულოს წევრებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა თეა სარიამ წარუდგინა.

 სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ :

ფრაქცია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს"წევრი დავით ბელქანია და "წალენჯიხა- საქართველოსთვის " ფრაქციის თავმჯდომარე გონიერ კვარაცხელია.

 სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.დასმულ შეკითხვებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა პასუხობდა.

წარმოდგენილ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი გათვალისწინებულიქნა, " ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.

სხდომის ტრანსლაცია იხ :http://facebook.com/story.php?story_fbid=482359746901412&id=100000718293222

https://m.facebook.com/story.php?

გააზიარე