ცხელი ხაზი : 599647050

14 ივნისს, ქალაქ ჯვარის კულტურის სახლი ნურ-სულთანის (ყოფილი ასტანა) სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლებს მასპინძლობდა

14 ივნისი, 2022

დღეს, 14 ივნისს, ქალაქ ჯვარის კულტურის სახლი ნურ-სულთანის (ყოფილი ასტანა) სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლებს მასპინძლობდა.

 დამსწრე საზოგადოებას და ჩამოსულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მიმართა.

  ღონისძიება ნურ-სულთანის სახელოვნებო სტუდია"Children's club", საკონკურსო პროექტის UniStar-Astana ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით, კულტურისა და სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრების ხელშეწყობით მოეწყო,რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, როგორც ადგილობრივმა შემოქმედებითმა ანსამბლებმა, ასევე სხვადასხვა ჟანრის ნორჩმა შემსრულებლებმა ყაზახეთიდან.

 პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულიქნა 24 საკონცერტო ნომერი, რომელსაც ჟიური აფასებდა.

 გამარჯვებულები დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ, ასევე საუკეთესო ნომრებისთვის გამარჯვებულები გრანპრისა და თასის მფლობელები გახდნენ.

 ასევე, სამახსოვრო დიპლომებით დაჯილდოვდა ყველა მონაწილე ( 140 ბავშვი) და მათი პედაგოგი.

 კონცერტში მონაწილეობდნენ ანსამბლები: "სამა", "მასქური", "თუთა", "ლაკადა", "ათინათი", "თაობა", "მამაპაპური", არტ სკოლა "თოლიგე",რამდენიმე ჯგუფი, შემსრულებელი ყაზახეთიდან და თბილისიდან.

 გამარჯვებულები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ დააჯილდოვა და მათ მომავალშიც წარმატებები უსურვა.

 აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა, საიდანაც შემოსული თანხები წალენჯიხასთან დაძმობილებულ ქალაქ იავოროვის ჰუმანიტარულ საჭიროებებს მოხმარდება.

 

გააზიარე